8.15.2011

ომის „გმირები“

მოგეხსენებათ ჩვენი „ბედნიერი ერით“ უკვე აღფრთოვანებული ვარ სხვადასხვა მიზეზებით. ზოგი მათგანი წინა სტატიებში დავასახელე. თუმცა განსაკუთრებით მომხიბლა და შთაბეჭდილებებით ამავსო საქართველოში, კერძოდ თბილისში, 2008 წლის აგვისტოს ომის პარალელურად მიმდინარე მოვლენებმა. სამწუხაროდ, ომის დროს თვითონ ვიყავი ქალაქში და ჭორებისა და ტელევიზიაში გასული არც თუ ისე მრავლისმთქმელი სიუჟეტების გარდა სხვა ინფორმაცია არ მაქვს იმის შესახებ, თუ როგორი ვითარება იყო ფრონტზე, თუმცა დედაქალაქში რა ხდებოდა, კერძოდ ხალხი როგორ იქცეოდა ჩემი თვალით მაქვს ნანახი.

მთავარი შემზარავი სურათის აღწერამდე, გავაკეთებ პატარა შესავალს და მოგიყვებით რა ხდებოდა იქამდე, სანამ ამას ვნახავდი. რიცხვი აღარ მახსოვს, თუმცა ერთ დღეს, საღამო ხანს ტელევიზიით ყველა არხზე გამოაცხადეს, რომ რუსეთის ჯარის ნაწილები შემოდიან თბილისში და უკვე მცხეთასთან არიან. მივხვდი, რომ მთელ მოსახლეობას დიდი საფრთხე ემუქრება და გავედი ქუჩაში, რათა მეზობლებისა და სხვა ახლოს მცხოვრები ნაცნობებისგან გამეგო მათი შემდგომი მოქმედების გეგმები. სადარბაზოდან რომ გამოვედი, უძრავი არავინ დამხვდა, ვერც გავაჩერე ვინმე, რომ დავლაპარაკებოდი. ხალხი აქეთ-იქით დარბოდა გადატენილი პარკებითა და ჩანთებით ხელში. მეორე რაც დავინახე ახლოს მდებარე მინი-მარკეტი იყო და მას მივაშურე რამის გასაგებად. ეს დაახლოებით 100 კვ. კმ. ფართობის სივრცე გადატენილი იყო შეშინებული ხალხით, რომლებსაც ყველანაირი პროდუქტი მიჰქონდათ თან. არ აქვს მნიშვნელობა რა იყო. ყვალაფერს იტენიდნენ ჯიბეებში, პარკებში, ჩანთებში, რაზეც თვალი და ხელი მიუწვდებოდათ. გადავხედე სხვა მაღაზიებსაც და უარესი თუ არა, ზუსტად ისეთივე სიტუაცია დამხვდა. მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს თავხედურად გადააჭარბა მთელი ამ ამბის კულმინაციამ: აფთიაქის მუშაკები მედიკამენტებს ალაგებდნენ და იბარგებოდნენ. ალბათ ნორმალური მოვლენაა ომის დროს აფთიაქი რომ არ ფუნქციონირებს. ვერაფერს ვიტყვი.

ისინი ჰგავდნენ ჩაძირულ გემზე დამფრთხალ ვირთხებს, რომლებსაც საკუთარი თავის გარდა არავისზე „ეფიქრებოდათ“ გაჭირვების ჟამს. ჩემ ოჯახშიც შემოდიოდა სხვადასხვა ზარები უცხოეთიდან მსგავსი შინაარსის შემოთავაზებებით, რომლებზეც ყველამ კატეგორიული უარი ვთქვით. საბედნიეროდ, ხალხის დიდი ნაწილი მოიქცა ჩვენნაირად და არ შეშინდა. ყველაფრის გათვალისწინებით მხოლოდ ერთი კითხვა მიჩნდება: რატომ მიიჩნევენ თავს პატრიოტებად? სანამ თავიანთ შვილებს ასწავლიან რომ ის მუდამ უნდა იყოს სამშობლოს პატრიოტი, საჭიროა წააკითხონ ამ სიტყვის განმარტება ლექსიკონში. დამერწმუნეთ, ომის დროს საკვების მომარაგება და თავქუდმოგლეჯილი გაქცევა არაა პატრიოტიზმის გამოხატულება.

არავისი განსჯა-გასამართლება არ მსურს. უფრო მეტიც, ბევრად მირჩევნია დავაფიქრო ხალხი საკუთარ ქცევებზე, ვიდრე დავამცირო და შედეგად დავიმსახურო მათი უარყოფითი დამოკიდებულება. არ მსურს მოსახლეობის 99.9% ამბობდეს, რომ პატრიოტი და ჭეშმარიტი მამულიშვილია და ომის დროს მათი 70% საზღვარგარეთ გარბოდეს. ასევე იმედი მაქვს, რომ ახლა მაინც შეეშვებით სხვებს და საკუთარ თავებს დააბრალებთ ქვეყნის დაქცევას, გადაშენებას, გადაგვარებას და მისთანებს. ქვეყნის განადგურება ყველა იმ ადამიანის ნაღვაწია, რომელსაც საკუთარი თავის სიყვარული უღვიძებს ცხოველურ ინსტინქტებს.

4 comments:

  1. უსაქმურიFM, მაგ დროს მე არ ვყოფილვარ ქალაქში, სულ სხვაგან ვიყავი მაგრამ მახსოვს ერთი განცხადება, რომელიღაც პოლტიკოსის იყო (სახელს და გარს არ დავასახელებ), თბილისისკენ წამოვიდნენ ტანკებიო და მერე ხალხი დააწყნარა ნუ დარდობთ, ნატახტარისკენ გადაუხვიესო.

     ნუთუ ნატახტარი საქართველო არაა და იქ ხალხი არ ცხოვრობს?

    ReplyDelete
  2. ოოო... მაგრა დაამშვიდა...! ^^

    ReplyDelete
  3. ჩვენ დაგვაჩლუნგა უმოქმედობამ. პატრიოტები გაწყდნენ აფხაზეთის და სამაჩაბლოს ომებში, ის კი ვინც გადარჩა ძაღლებივიტ მიატოვა და გაყიდა ამ მთავრობამ. მათ მოღალატეებად თვლიან და მათ ვინც გორში ასფალტს ხეხავდა ან წითელ ხიდთან ისრისებოდა რიგში ისინი გმირები არიან. მამაჩემი ბოლო დროს განვითარებულ ყველა ომში იყო ბოლოს გარდა და რატომ ბოლოს გარდა: უთხრეს რომ ის სათანადოდ გაწვრთნილი არ იყო. ახლა ის ციხეშიც ჩასვეს იმის გამო რომ პროტესტი ქონდა და სახელმწიფოს გადატრიალების მცდელობაში დადეს ბრალი. მიხარია რო ქართველი ვარ :D:D:D

    ReplyDelete
  4. ვაჩე, მეტად სამწუხაროა, რასაც შენ ამბობ და მასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს "დემოკრატიისკენ მიმავალ სახელმწიფოში". მეც მიხარია, რომ ქართველი ვარ :D

    ReplyDelete