ვინ ვართ ჩვენ?

ვინ ვართ ჩვენ?
გაგიკვიდებათ და, ჩვენც, თქვენსავით ადამიანები ვართ.
თქვენსავით გვძინავს, ვიკვებებით, ვსუნთქავთ, ვგრძნობთ...

კიდევ, თქვენსავით დავდივართ სკოლაში/ინსტიტუტში/სამსახურში. ხანდახან, თქვენსავით სახლში ვრჩებით.

თქვენ წარმოიდგინეთ, წიგნებსაც თქვენსავით ვკითხულობთ, ხანდახან რაღაცეებს ვწერთ.

ბევრი თქვენგანივით, არა გატყუებთ, ბევრი არა, ცოტა თქვენგანივით მოვლენებს ერთმანეთთან ვაკავშირებთ, ვაანალიზებთ და ლოგიკური დასკვნები გამოგვაქვს.

ალბათ, ესეც გაგიკვირდებათ დღევანდელ საქართველოში და არავისტები არ ვართ.


ჩვენ არ გვინდა რევოლუციის მოწყობა!


და ბოლოს, ზოგიერთმა ეთნო-ნაციონალისტმა რომ იცოდეს, ქართველები ვართ. (თუმცა ქართველობა მაინც და მაინც სისხლით ქართველობას არ ნიშნავს. ეს ისე, ჩვენში რომ დარჩეს ;) )
და ისე რომც არ ვიყოთ ქართველები, თქვენ ამით რა?