11.27.2011

Logic... WTF is Logic?

არ ვიცი, ამ თემაზე როგორ ვისაუბრო, მაგრამ უკვე გაჩუმებაც აღარ შეიძლება და მეც სხვა საქმეები გვერდით გადავდე და კალამი (ამ კონკრეტულ შემთხვევაში კლავიატურა) მოვიმარჯვე. 

შეამჩნევდით  და ბლოგზე დიდი ხანია არაფერი დაწერილა. ეს იმის გამო არა, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალა.. არა, სამწუხაროდ. და იმ მრავალ პრობლემატურ თემას, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და რომელთა ძალინ მცირე ნაწილზეც ჩვენ აქ უკვე ვისაუბრეთ ემატება კიდევ ერთი: "ულოგიკობა". დავიწყოთ აქედან: 
ერთი შეხედვით არაფერია, მაგრამ ამ კითხვასთან რა კავშირშია "გელა"?
გასაგებია, ფეისბუკური "ღადაობაა", მაგრამ ხუმრობა სახუმარო ობიექტთან რაიმე კავშირში უნდა იყოს, ამ პასუხის კავშირს კი ნამდვილად ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ არ არსებობს! 



გავაგრძელებ და უბრალოდ ერთ ამბავს მოვყვები: ჩემი მეგობარი ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის "თანამედროვე აზროვნებას". ცოტა ხნის წინ ბავშვებს დებატები უნდა ჰქონოდათ თემაზე "პროსტიტუციის ლეგალიზაცია". როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მმკ-ს წევრი ყოფილა და რა ამბავიც ატყდებოდა, მიხვდებით თვითონაც. ამ ამბავშიც თითქოს არაფერი, მაგრამ არის ერთი მაგრამ: გაკვეთილზე სიარული ნებაყოფლობითია და საინტერესოა, რატომ აძლევს მშობელი შვილს იაროს ასეთ წერეზე და ამ დროს წინააღმდეგია  განსახილველი თემების. ვერაფერს იტყვი...
გავაგრელებ და ახლა შემოგთავაზებთ ციტატას პირველკურსელი გოგონების საუბრიდან. (როგორც ჩანს გოგონები ოდესღაც ერთმანეთს იცნობდნენ. შეძლება კლასელებიც იყვნენ და დიდი ხნის შემდეგ შეხვდნენ)
"-რას შვრები, როგორ ხარ? 
- კარგად, თავად? 
-მეც კარგად, გამოცდები მაქვს ახლა..
-ხო, მეც.
-ისე, რა ქენი, დაფინანსება აიღე? რა ფაკულტეტზე ხარ?
-ზუსტებზე. კი, ავიღე დაფინანსებაც.
-ძალიან კარგი.. ახლა რას აპირებ, გათხოვდები ხო?" 
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ერთი კითხვა მაქვს: რატომ უნდა გათხოვდე ჩაბარების მერე? იმას არ ვამბობ, რომ საერთოდ არ უნდა გათხოვდეს ადამიანი, მაგრამ ბევრი იმიტომ აბარებს უნივერსიტეტში, რომ შემდეგ გათხოვდეს. ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ ვძებნი ამ საქცილეს და იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ...

10.22.2011

ამ ადამიანს ძალიან უყვარს…

პირველ რიგში…


არა, ბატონო. საღადაო თემად გამოდგება ყველაფერი ის, რაც ვინმესთვის სასაცილო შეიძლება იყოს, იქნება ეს: რელიგია, კულტურა, მსოფლმხედველობა და ა.შ. რატომ ვერ ხვდებიან ამას ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრებელი მართლმადიდებლები? პირველ რიგში იმიტომ, რომ ზოგეირთი მოძღვარი მათ დღედაღამ ჩასძახებს ისედაც დაცქვეტილ და დაგლეჯილ ყურებში რომ საკუთარი რწმენა სიცოცხლის ფასადაც უნდა დაიცვან. ამავე დროს ქრისტე სისხლს და ძალადობას ყოველმხრივ გმობდა.

9.09.2011

ხოტბის „შეწუწება“

დავბრუნდი! ბევრმა თქვენგანმა იცის, რაოდენ მწარეა ჩემი კრიტიკა. კი, ნამდვილად ისეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ, თითქოს სტატიის წერის დროს ენა წიწაკაში მაქვს... მაგრამ რას ვიზამთ? მხოლოდ ეს ხვდება ხალხს გულზე. მხოლოდ კონსტრუქციული დაცინვით ვახერხებ თქვენი ყურადღების მიქცევას, რასაც, ვიცი, არც ისე კარგი რექცია მოჰყვება და, გარკვეულ წილად, ჩემს მთავარ მიზანსაც არ ასრულებს, მაგრამ რიგ-რიგობით ერთს მეორისთვის ვთმობ ხოლმე და ბოლოს კი გამოდის რაღაცა...

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც წინასწარ არ ვიცი, რამდენად საინტერესო გამოვა სტატია. ამჯერად მოვინდომე ცოტა უფრო მხატვრულად დამეფიქსირებინა აზრები და დამოკიდებულება სხვადასხვა რამეებთან. ალბათ უამრავი ლიტერატურული ნაწარმოები გახსენდებათ, რომელშიც ავტორები აქებენ სამშობლოს, მაგრამ ასევე არ დაგვავიწყდეს კრიტიკის გამოვლინებები ქართულ მწერლობაში. ამ ორი მიმართულების ათქვეფის შედეგად, მეც მომინდა ორიგინალური გზით კრიტიკა წარმოვაჩინო ქებაში. შემოგთავაზებთ ჩემეულ, ხოტბის „შეწუწებას“:


8.29.2011

ფარატინა ქაღალდზე მოდის გამო დაწერილი "მე მიყვარს საქართველო"

 გადავწყვიტე დღეს შედარებით ლმობიერი ვყოფილიყავი. მინდოდა მესაუბრა ფსევდოპატრიოტიზმზე, ანუ მეთქვა ის, რომ ჩვენ ყოველ სუფრაზე სამშობლოს სადღეგრძელოს ვსვამთ და პატრიოტობაზე ვდებთ თავს, სულაც არაა ჭეშმარიტი მამულიშვილობა, მხოლოდ და მხოლოდ ლიტონი სიტყვები...

 წერა რომ დავიწყე, გამახსენდა ერთი ნაწარმოები და მივხვდი, რომ ამაზე უკეთ, ვერ დავწერდი. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ თხზულებიდან ამონარიდს და იმედს ვიტოვებ, რომ მიხვდებით რისი თქმაც მინდოდა. თუმცა, თუ ვერ მიხვდებით, არც მაგაზე ვიდარდებ დიდად.


"- ჩემი და შენი წინაპრები, გერასიმე, - ხმას დაუდაბლა, - ამ მიწისათვის მუდამ იბრძოდნენ, და თუ არ რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. მიხვდი რაიმეს?

მე სერზე ვიდექი.

8.27.2011

სამამულო იდიოტიზმის ეპიდემია vol. 3 (deluxe edition)

ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს. რა დავამატო არ ვიცი. Vol. 3, დამეთანხმებით და, უკვე ნამეტანია. თუმცა ამიტომაც ჰქვია ამას ეპიდემია, მაგრამ, ამავე დროს საკარანტინო ზონაც უნდა ჩამოვაყალიბოთ, თორემ უკვე შვილების ყოლაც აღარ მინდა ამათ შემხედვარე. კაცმა არ იცის რა გარემოში მოუწევთ ყოფნა და რომელი „ ჭეშმარიტი მამულიშვილსგან“ „აიკიდებენ“ იდიოტიზმს.

უამრავი იდეა მქონდა ამ სტატიასთან დაკავშირებით. ჯერ მინდოდა უბრალოდ დასქრინული მარგალიტები გამომეფინა და ყოველგვარი კომენტარის გარეშე, დუმილით მომეცა თქვენთვის საშუალება გეფიქრათ და თქვენით გამოგეტანათ დასკვნები. გადავიფიქრე... პირველ რიგში იმიტომ, რომ ზოგიერთ რამეზე აზრი რომ არ გამოვხატო არ შემიძლია. ასევე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველა გაიგებს რისი თქმა მინდა დუმილით და მირჩევნია ისევ გასაგებად განვიხილო ესა თუ ის ფენომენალური მარგალიტი.

8.20.2011

შევცვალოთ თემა

ბევრი ვიფიქრე და გადავწყვიტე ჩემი თანამშრომლის დაუკითხავად შემეცვალა ბლოგისთვის რეპუტაცია. ქართველების კრიტიკა ნამდვილად არ არის ჩემი მოწოდება და ყველას, ვინც საპირისპირო აზრზეა, ძალიან ვთხოვ ასე ნუ იფიქრებს. უბრალოდ ყოველთვის ხდება რაღაც ისეთი, რასაც ახალგაზრდები გამოჰყავს წყობიდან ამა თუ იმ მიზეზით, ამის შედეგი კი ამ ბლოგზე ნამდვილად ჩანს. ასევე მოვისმინე რამდენიმე მშვიდობიანი გამოხმაურება ბოლო წერილებთან დაკავშირებით და აღმოვაჩინე, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მკითხველთა უმრავლესობა მეთანხმება, ხშირად ექმნებათ ერთგვარი უხერხული მდგომარეობა, რომლის წარმოშობის მიზეზსაც ვერ ხსნიან. მართალია ამ ფენომენს ვერ ჩავწვდი, მაგრამ მე კი გასაგებად ავხსნი იმას, რომ ჩემი მიზნები მხოლოდ მშვიდობიანია.

მინდა მოგახსენოთ, რომ გარდა თქვენთვის სიმართლის ჩვენებისა და ჭეშმარიტებაზე თვალის ახელისა (ისევ პათოსი), ძალიან მინდა ასევე გაგამხიარულოთ და ოპტიმისტურად განგაწყოთ ყველაფერზე, არამარტო ჩვენს სამშობლოზე. ასე რომ თქვენის ნებართვით თუ მის გარეშე რაღაც (სავარაუდოდ ხანგრძლივი) პერიოდით შევეშვები კრიტიკას და სხვა თემებზე ვისაუბრებ, ხოლო ეს პოსტი იქნება ბოლო კრიტიკა ჩემ „შვებულებაში გასვლამდე“. ზოგჯერ საქართველოსაც შევაქებ ხოლმე, მაგრამ მის მოსახლეობას - არა. მათთვის ეს ამოსუნთქვის ზედმეტი საშუალება იქნება.

ქართული+ჟურნალისტიკა=სუბიექტური


 21-ე საუკუნის ერთ-ერთი პოპულარულ პროფესიათაგანი რომ ჟურნალისტკაა, ამაში არამგონია ვინმე შემედავოს.

ნებისმიერს, ვინც ჟურნალისტია, ვინც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია და ვისაც მომავალში უნდა ეს პროფესია აითვისოს, რომ ჰკითხო, რატომ მაინც და მაინც ჟურნალისტიკა, გეტყვის, რომ სურ ს ხალხს ინფორმაცია მიაწოდოს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა საქმე უშუალოდ ინფორმაციის მიწოდებაზე დგება?

8.19.2011

ფანატიზმი ყველაფერში ( + სამამულო იდიოტიზმის ეპიდემია vol. 2)

როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, ჩვენ ღრმად პატივცემულ ერთან ბევრი რამეა დღეს ასოცირებული: ფანატიკური რწმენა, ცრუ-პატრიოტიზმი, ეთნო-ნაციონალიზმი, განათლების ნაკლებობა და თავისუფალი აზრის არარსებობა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ყურადღება მხოლოდ ჩემი ქვეყნის მარგალიტებს ეკუთვნის და ვერაფრით გადამაქვს სხვა რამეზე. იმის გამო რომ წავაწყდი ბევრი ზემოაღნიშნული თვისების მომცველ აზრებს, მიწევს საუბარი ყველაფერზე ერთად. ამიტომ დავარქვი ამ წერილს „ფანატიზმი ყველაფერში“.

8.16.2011

რა გვინდა?

ვინ არიან სომხები?
-უნამუსოები, სატანისტები.
ვინ არიან რუსები?
-მტრები, მოღალატეები, ცუდები.
ვინ არიან აზერბაიჯანელები?
-ერი, რომელიც როდესღაც ჩვენ გვემორჩილებოდა. მუსულმანები.
ვინ არიან ჩეჩნები?
-ტერორისტები.
ვინ არიან ინგლისელები?
-ფეხბურთის მომგონებლები. (თუმცა ეს გადასახედია)
ვინ არიან ესპანელები?
-ლამაზი ნაშები.
ვინ არიან ფრანგები?
-ღვინის მწარმოებლები.
ვინ არიან გერმანელები?
-ნაცისტები.
ვინ არიან ებრაელები?
-იუდები ეგენი!
ვინ არიან ირანელები?
-ექსდამპყრობლები, ურჯულოები.

"შლანგი": ზე-ჰუმანიზმი

*სათაურში ზე-ჰუმანურები. რა თქმა უნდა, ბრჭყალებით იგულისხმება.



იმას რა თქმა უნდა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი, არა,ძალიან მდიდარი ქვეყანაა. ჩვენთან წყალი უაზროდ იღვრება, მინერალური წყლებით იატაკს ვრეცხავთ...

ამასთან, ჩვენ ხომ ვართ ქართველები, ყველაზე სტუმართმოყვარე, ძირძველი ტრადიციების დამცველი, ყველაზე ჰუმანური ნაცია ვართ. მეზობელს/თანასოფლელს/თანამოქალაქეს ყოველთვის გვერდში ვუდგავართ.


ახლა ერთ კონკრეტულ ამბავს მოგიყვებით. ზაფხულში ერთ წყლით მეტად მდიდარ სოფელში ვიყავი. ეს სოფელი მაღალ მთაშია და კომუნიკაციები მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში არაა. (სოფელში ზოგს აქვს წყალი გაყვანილი, ზოგს არა).
მათ შორის, ვისაც წყალი არ აქვს თავის ეზოში შეყვანილი, ერთი ოჯახია, რომელიც

სამამულო იდიოტიზმის ეპიდემია

სამწუხაროდ, გარეთ გასვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ და 24 საათის განმავლობაში ინფორმაციის ორი წყარო მაქვს: ინტერნეტი და ტელევიზია. ჩემდა საბედნიეროდ, ზოგჯერ ნარდის თამაშით მაინც ვირთობ თავს. თუმცა, გადავწყვიტე, რომ ინტერნეტითაც შეიძლება გართობა და მოვიძიე სხვადასხვა ფორუმები, ბლოგები, ვებ-გვერდები და ჯგუფები სოციალურ ქსელებში. ბევრ სასაცილო რამეს წავაწყდი, და აღმოვაჩინე, რომ ჩემს საამაყო სამშობლოს ბოლო დროს მართლაც ბევრი ფსევდო-ინტელექტუალი შემატებია. ბოდიშს ვიხდი, რომ მხოლოდ ინტერნეტიდან შეკრებილ მარგალიტებს გთავაზობთ. ეს ჩემი ამჟამინდელი შესაძლებლობების პიკია. და ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვინც ამ ხალხის ჯგუფს არ მიეკუთვნება ისედაც უნდა მიხვდეს ამას და ეს სტატია შეურაცხყოფად არ მიიღოს.

"ბორჯომი" რუსეთში: უმადურები, ცინიკოსები, უუნაროები, ქართველები...

ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გუშინ, ანუ 2011 წლის 15 აგვისტოს, რუსეთის პირველ არხზე, "ბორჯომის" რეკლამა დავინახე. საკუთარ თვალებს არ დავუჯერე, არხის ლოგოს კარგად დავაკვირდი, რამე ხომ არ მეჩვენება-მეთქი. როგორც აღმოჩნდა, არ მომჩვენებია.

რამდენიმე კვირის წინ, სახელს არ დავასახელებ და ერთი ქართველი პოლიტიკოსი აქტიურად მუშაობდა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებისთვის და აი შედეგიც სახეზეა. "ბორჯომი" რუსეთში ბრუნდება. პირადად მე ამ ფაქტმა ძალიან გამახარა: იქნებ ნელ-ნელა ამხელა რუსული ბაზარი დავიბრუნოთ და ქართველებისგან უკანასკნელი თეთრების წოვა აღარ დასჭირდეთ ამხელა ქართულ გრანდიოზულ კომპანიებს. ("ბორჯომი" 1.30 თეთრი ღირს და სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ დღესასწაულზე

8.15.2011

მხოლოდ საქართველოში

ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ერს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები, რაც განაპირობებს იმას, რომ ყოველ ქვეყანაში ვხვდებით ამა თუ იმ უნიკალურ მოვლენებს. იმის გამო, რომ საქართველო მიეკუთვნება „ქვეყნებს“, ხოლო ქართველები „ერს“, ეს ჩვენს სამშობლოსაც არანაკლებ ეხება. შემოგთავაზებთ იმ მოვლენებს, რომლებიც, ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ (და შესაძლოა არამხოლოდ) საქართველოში ხდება:


ომის „გმირები“

მოგეხსენებათ ჩვენი „ბედნიერი ერით“ უკვე აღფრთოვანებული ვარ სხვადასხვა მიზეზებით. ზოგი მათგანი წინა სტატიებში დავასახელე. თუმცა განსაკუთრებით მომხიბლა და შთაბეჭდილებებით ამავსო საქართველოში, კერძოდ თბილისში, 2008 წლის აგვისტოს ომის პარალელურად მიმდინარე მოვლენებმა. სამწუხაროდ, ომის დროს თვითონ ვიყავი ქალაქში და ჭორებისა და ტელევიზიაში გასული არც თუ ისე მრავლისმთქმელი სიუჟეტების გარდა სხვა ინფორმაცია არ მაქვს იმის შესახებ, თუ როგორი ვითარება იყო ფრონტზე, თუმცა დედაქალაქში რა ხდებოდა, კერძოდ ხალხი როგორ იქცეოდა ჩემი თვალით მაქვს ნანახი.

სასაცილო თემა. (No Armenians Allowed)

მოდით კვლავ გავაცოცხლოთ ქსენოფობიისა და ეთნო-ნაციონალიზმის თემა ქვეყანაში. ჩემი აზრით, ეს სწორედაც რომ სასაცილო თემაა, თუმცა თუ ვინმეს არ ეცინება ვუსურვებ გაეღიმოს მაინც. მე დავიღალე იმაზე საუბარით, თუ რამდენი გამოჩენილი სხვა ეროვნების წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს და რა მიღწევები აქვთ მათ. გულწრფელად რომ ვთქვა, არც მაქვს სურვილი რამე ვუმტკიცო ქსენოფობებს - მათ მაინც არაფერი ეშველებათ.

მე ვარ Facebook-ის აქტიური მომხმარებელი და რამდენიმეჯერ წავაწყდი ამ თემასავით სასაცილო ქსენოფობიურ განცხადებებს, რომლების საფუძველი, გასამართლებელი საბუთი და სხვა მსგავსი რამეები, გაგიკვირდებათ და, ვერ მოვნახე. თუმცა რა უნდა გაგიკვირდეთ, „ჩვენები“ ჯერ საუბრობენ და მერე ფიქრობენ. მთავარია მსგავს რამეს დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ამბობენ და თუნდაც ნუ ექნება საფუძველი. მიუხედავად იმისა რომ, უამრავ ასეთ მარგალიტს წავაწყდი, ამოვირჩიე ერთი, რომელიც, ჩემი აზრით, ქართველ ქსენოფობებს შორის საშუალო სტატისტიკური პიროვნებაა.