8.15.2011

სასაცილო თემა. (No Armenians Allowed)

მოდით კვლავ გავაცოცხლოთ ქსენოფობიისა და ეთნო-ნაციონალიზმის თემა ქვეყანაში. ჩემი აზრით, ეს სწორედაც რომ სასაცილო თემაა, თუმცა თუ ვინმეს არ ეცინება ვუსურვებ გაეღიმოს მაინც. მე დავიღალე იმაზე საუბარით, თუ რამდენი გამოჩენილი სხვა ეროვნების წარმომადგენელი ჰყავდა საქართველოს და რა მიღწევები აქვთ მათ. გულწრფელად რომ ვთქვა, არც მაქვს სურვილი რამე ვუმტკიცო ქსენოფობებს - მათ მაინც არაფერი ეშველებათ.

მე ვარ Facebook-ის აქტიური მომხმარებელი და რამდენიმეჯერ წავაწყდი ამ თემასავით სასაცილო ქსენოფობიურ განცხადებებს, რომლების საფუძველი, გასამართლებელი საბუთი და სხვა მსგავსი რამეები, გაგიკვირდებათ და, ვერ მოვნახე. თუმცა რა უნდა გაგიკვირდეთ, „ჩვენები“ ჯერ საუბრობენ და მერე ფიქრობენ. მთავარია მსგავს რამეს დიდი სიამოვნებითა და სიამაყით ამბობენ და თუნდაც ნუ ექნება საფუძველი. მიუხედავად იმისა რომ, უამრავ ასეთ მარგალიტს წავაწყდი, ამოვირჩიე ერთი, რომელიც, ჩემი აზრით, ქართველ ქსენოფობებს შორის საშუალო სტატისტიკური პიროვნებაა.

1. ფოტო წარმოგვიდგენს ამ ადამიანის ზოგად დამოკიდებულებას სომხებისადმი. არაფერია გასაკვირი.

სომხები ზოგიერთებს ნერვებს უშლიან, თვალში არ ხვდებათ რაღაცნაირად, ვაპატიოთ.

2. კარგი, რა გაეწყობა, ვთქვათ, „ქართველების მონატრებამ“ ათქმევინა მსგავსი სისულელე.

ეს ცუდადაც ხდება ხოლმე სომხების „ნაყურები“.

3. ეს შედარებით უფრო მძიმე შემთხვევაა, მაგრამ, რას ვიზამთ, ესეთიც ბევრი მინახავს.

უკომენტაროდ.

4. და ბოლოს, ჩემი საყვარელი, ქსენოფობია დამამძიმებელ გარემოებებში. სულ მეორედ ვხედავ მსგავს ბრალდებას სომხების მიმართ. (პირველსაც გაგაცნობთ)

ნეტავ მარტო მე მახსენებს ეს ფენომენი გერმანელების მხრიდან ებრაელების სიძულვილს? თუმცა უნდა ვაღიარო რომ ასე სავალალოდაც არ გვაქვს საქმე. ქართველებს სომხები ადამიანებად მაინც მიაჩნიათ. მაგრამ საუბრებიდან გამომდინარე ფიქრობენ რომ რამით სომხებზე უკეთესები არიან და სომხები არ არიან მათი ლოიალურობის ღირსნი. პირადად მე ყველაზე მეტად ის მწყინს, რომ ზემოაღნიშნული „მარგალიტების“ ავტორი 20 წელს გადაცილებულია.

ამას წინათ ისევ Facebook-ზე რომელიღაც გვერდზე წავიკითხე ერთი გოგოს კომენტარი. მას სრული სერიოზულობით მიაჩნდა, რომ თუ ყოველი ქართველი არ იქნება მორწმუნე მართლმადიდებელი, ქვეყანაში, უფრო სწორად მსოფლიოში კატაკლიზმები დაიწყება, და სტიქიური მოვლენების მიზეზი ქართველი ადამიანების სიკვდილია. სწორედ აზროვნების ასეთი „დეფიციტი“ არის კატაკლიზმების მიზეზი, თუმცა მე სიტყვა "კატაკლიზმს" გადატანითი მნიშვნელობით უფრო გამოვიყენებ. კატასტროფა იქნება ჩვენთვის ისიც, რომ განვდევნით სხვა ერის ადამიანებს საქართველოდან და მათ შორის აღმოჩნდებიან ისეთები, ვისაც ქვეყნის განვითარებაში გადამწყვეტი მნიშვნელობის წვლილის შეტანა შეუძლია.

მიუხედავად ამ თემის სერიოზულობისა, მაინც არ მინდა სიცილით დაწყებული ტირილით დავამთავრო და შემოგთავაზებთ სომხებისადმი წაყენებული ბრალდების დაპირებულ, ჩემ მიერ შენიშნულ „პირველ შემთხვევას“. ისიამოვნეთ, ეს მართლაცაა ტაშის ღირსი!

1 comment:

  1. shenc dampali somexi xar da etyoba dzalian giyvars chveni dampali somexi prezo, albat magas gulisxmob saqartvelos ganvitarebashi didi wvlilis shemtanad
    roca prezidenti somexi pederasti gyavs mashin unda moketo. ras vizamt? gamov*** es qartvelebi, shennairebs quchashi ro ar vxocavt
    albat gjera ro chveni anbani mashtocis dawerilia da rustavelic rostomiania (albat esec moxvdeba shens margalitebshi, magram yvelam icodes ro es simartlea da araferi gamotovo :D) rac sheexeba somxebis jishs, mat ar gaachniat girseba da samshoblos shegrdzneba. isini yoveltvis gamorchenaze arian, da mxolod imaze fiqroben tu shennairi demagogebis wyalobit rogor gazardon mati gavlena da aashenon didi armenia. tfui...

    ReplyDelete