8.16.2011

სამამულო იდიოტიზმის ეპიდემია

სამწუხაროდ, გარეთ გასვლას ჯერჯერობით ვერ ვახერხებ და 24 საათის განმავლობაში ინფორმაციის ორი წყარო მაქვს: ინტერნეტი და ტელევიზია. ჩემდა საბედნიეროდ, ზოგჯერ ნარდის თამაშით მაინც ვირთობ თავს. თუმცა, გადავწყვიტე, რომ ინტერნეტითაც შეიძლება გართობა და მოვიძიე სხვადასხვა ფორუმები, ბლოგები, ვებ-გვერდები და ჯგუფები სოციალურ ქსელებში. ბევრ სასაცილო რამეს წავაწყდი, და აღმოვაჩინე, რომ ჩემს საამაყო სამშობლოს ბოლო დროს მართლაც ბევრი ფსევდო-ინტელექტუალი შემატებია. ბოდიშს ვიხდი, რომ მხოლოდ ინტერნეტიდან შეკრებილ მარგალიტებს გთავაზობთ. ეს ჩემი ამჟამინდელი შესაძლებლობების პიკია. და ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ვინც ამ ხალხის ჯგუფს არ მიეკუთვნება ისედაც უნდა მიხვდეს ამას და ეს სტატია შეურაცხყოფად არ მიიღოს.

დავიწყოთ:

1.


ეს არის ფოტო-ნაწყვეტი
Facebook-იდან, რომელიც კარგად ასახავს ჩვენი „ინტერნეტ-სამოდელო სააგენტოების“ ერთ-ერთ ჯგუფს და მათს გამაოცებელ ფანტაზიასაც კარგად ავლენს.

2.


ერთ-ერთ წერილში ვახსენე გოგონა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ქართველების სიკვდილი იწვევს სტიქიურ მოვლენებს. აი ისიც. საქმე ისაა, რომ დედამიწის, თუნდც ერთი სანტიმეტრით გადახრამ შეიძლება მსოფლიო განადგურებამდე მიიყვანოს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თურმე ეს ყოველი ქართველის სიკვდილის გამო ხდება.

3.


თურმე ვინც სააკაშვილის რეჟიმს ეწინააღმდეგება ნამდვილი ქართველია. მაგას რომ თავი დავანებოთ, ეს ადამიანი აზრთა სხვადასხვაობის გამო მზადაა მეგობრებს დაშორდეს. ტონზე ეტყობა სავსე აქვს გული და შარვალი ტიპური ქართული სიამაყით.

4.


ცოტა ხნით მორწმუნეებზეც გადავიდეთ. თქვენ თვითონაც მიხვდებით რისი თქმა მინდა არმენოფობიაზე, ასე რომ მაგას არ შევეხები. მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამ ადამიანს რაც ჰგონია რწმენა, სინამდვილეში ცოდვაა. ნეტავ მარტო მე მაინტერესებს იმ მამაომ რა დაწერა ამისთანა, ამას ასე რომ გაუხარდა? ალბათ იგივე. ყოველ შემთხვევაში მეტ ჭკუას მისგან ნამდვილად არ მოველი.

5.


საშუალო სკოლის განათლება თუ აქვს ამ პიროვნებას, გამაოცებს. პირველ რიგში, კურთხევა რამის არგაკეთებაზე პირველად მესმის. საერთოდ ვიცოდი რომ აკურთხებენ მოქმედებას და, როგორც წესი, დაგეგმილ მოქმედებას. თუ ვცდები, მომიტევეთ, ამის დაზუსტებით არცოდნაც ჩემი პატარა ნაკლია ალბათ.

6.


განათლებაზე დავიწყე და გავაგრძელებ. როგორც ჩანს, ამ მოძღვარს სასულიერო სემინარიაში ბევრი ლექცია აქვს გაცდენილი. ამჯერად დარწმუნებული ვიტყვი იმას, რომ წყევლა ცოდვაა, თან, რამდენადაც ვიცი მძიმე ცოდვად ითვლება. და აი იმაში კი არ ვარ გარკვეული სასულიერო პირებს შეუძლიათ თუ არა წყევლა. ალბათ მისცემდნენ ამის უფლებას მორიგი კურთხევით. ან მოინანიებდა ბოლოსდაბოლოს და ეპატიება.

7.


მონანიებას რაც შეეხება. მაინტერესებს, ბევრს თუ მიაჩნია მონანიება გასამართლებელ საბუთად. მაგალითად, ჩემი აზრით, მონანიება არის საკმაოდ რთული ფსიქოლოგიური პროცესი. როდესაც ადამიანი გულწრფელად ინანიებს დანაშაულს, ის მთელ თავის ცნობიერებას ატრიალებს. მაგრამ რა უნდა ვთქვათ გულწრფელობაზე, ცნობიერების შებრუნებაზე. აი კაცმა მონანიებით თავი გაიმართლა. ალბათ წავიდა, აღსარება თქვა და გამოვიდა ტაძრიდან ბედნიერებით გადატენილი გულით.

8.


აი ეს ცოტა უხერხული თემა კია, მაგრამ საუბარი ღირს. სექსუალური განათლება სკოლებში პირადად ჩემთვის მისაღებია. ვისთვისაც არ არის მისაღები, ბოდიში, მაგრამ იმაში, რომ მათი 80% დაახლოებითაც არაა გარკვეული, თუ რა არის სექსუალური განათლება, ნურავინ შემეწინააღმდეგება. მე სხვა ახსნას ვერ მოვუძებნი იმას, რატომ მიიჩნია ამის დამწერმა, რომ ადამიანის სექსუალური განათლება ქრისტიანულ ზნეობას ეწინააღმდეგება, ან რა კავშირშია „უსახო ბრბო“ და ამ კუთხით ერუდირებული ადამიანები ერთმანეთთან და მითუმეტეს რატომაა სექსი მაინცდამაინც „მრუშობა და ავხორცობა“.

9.


მარგალიტების მეფე, დედოფალი, ღმერთი და კიდევ სხვა მრავალი. მართლა ძალიან მომეწონა და გამიხარდა, რომ ვიპოვე. თუ არსებობდა, არა თუ საქართველოში, მსოფლიოში მაინც ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ ქალიშვილი შეიძლება დაორსულდეს მასტურბაციის შედეგად, ვერც კი წარმომედგინა. იმედია ახლა მაინც მიხვდებით რატომაა საჭირო სექსუალური განათლება. იმაზე აღარაფერს ვამბობ ხალხს პრეზერვატივისა და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების შესახებ, რომ არაფერი გაუგია. ნუთუ აბორტი არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ ზნეობას?



უსაქმურიFM. "ინტრიგანული რადიო"

No comments:

Post a Comment