ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს. რა დავამატო არ ვიცი. Vol. 3, დამეთანხმებით და, უკვე ნამეტანია. თუმცა ამიტომაც ჰქვია ამას ეპიდემია, მაგრამ, ამავე დროს საკარანტინო ზონაც უნდა ჩამოვაყალიბოთ, თორემ უკვე შვილების ყოლაც აღარ მინდა ამათ შემხედვარე. კაცმა არ იცის რა გარემოში მოუწევთ ყოფნა და რომელი „ ჭეშმარიტი მამულიშვილსგან“ „აიკიდებენ“ იდიოტიზმს.
უამრავი იდეა მქონდა ამ სტატიასთან დაკავშირებით. ჯერ მინდოდა უბრალოდ დასქრინული მარგალიტები გამომეფინა და ყოველგვარი კომენტარის გარეშე, დუმილით მომეცა თქვენთვის საშუალება გეფიქრათ და თქვენით გამოგეტანათ დასკვნები. გადავიფიქრე... პირველ რიგში იმიტომ, რომ ზოგიერთ რამეზე აზრი რომ არ გამოვხატო არ შემიძლია. ასევე არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ ყველა გაიგებს რისი თქმა მინდა დუმილით და მირჩევნია ისევ გასაგებად განვიხილო ესა თუ ის ფენომენალური მარგალიტი.
წავიდა...
1.
ვაიმე! შიმპანზესგან წარმოიშვა სამყარო თუ ორანგუტანგისგან? „უბრალოდ ლამაზები“ დუმან ამის შესახებ, თუმცა, პირადად მე, შიმპანზე გარეგნულად უფრო მომწონს... ის სტერეოტიპიც, რომ ლამაზებს როგორც წესი ტვინი არ აქვთ სულ უფრო და უფრო მოდაში შემოდის და ჩემს თანხმობასაც ალბათ ნელ-ნელა მოიპოვებს. „დარვინიზმი“! ადამიანო, თუ რა გიწოდო არ ვიცი, ღმერთი ტვინს როცა არიგებდა, შენ ქოლგა გეჭირა?
2.
იცით რა ვერ გავიგე? მიხეილ სააკაშვილი აშენებულ რეზიდენციას (ხაზს ვუსვამ: რეზიდენციას და არა საცხოვრებელ სახლს), ზურგზე მოიკიდებს და წაიღებს როცა პრეზიდენტობის დრო დაუმთავრდება? ეს არის „თეთრი სახლის“ მსგავსი რაღაც, ანუ გამოადგებათ შემდეგ პრეზიდენტებსაც და მშვიდობაში მოიხმარენ, ნუ ღელავთ მაგაზე, ეგ არ შეეშლებათ. და კიდევ, სადმე გინახავთ პრეზიდენტი დაცვის გარეშე? ან კერძო თვითმფრინავის ყოლა დანაშაულია მისთვის? კატაპულტა რა არის საერთოდ იცით?? რა თქმა უნდა. ავიაკატასტროფის დროს პრეზიდენტი უნდა მოკვდეს. არაა ეგ სიცოცხლის ღირსი. „გუმბათებიან მდიდრულ სასახლეს“ რომ შურიანი და იმედგაცრუებული დედაკაცის სიტყვებივით ჟღერს ხომ ცალსახაა. ვინც არ უნდა იყო, ჰო, რა იყო, შენც გინდა? და თუ მაცნობებთ, რომელს გამოგგლიჯათ პრეზიდენტმა ლუკმა პირიდან, დიდად მადლობელი დაგრჩებით. სხვა შემთხვევაში მაგის მადა თქვენ თუ რამეს გიშლით მაგრად გაკლიათ. არ გეწყინოთ არავის, მაგრამ ასეა.
3.
ეს პირველი კითხვის ნიშანი გენიალურია... თუ აქამდე არ იცოდით, მიმართვასთან მძიმე იწერება, გეთაყვა. კიდევ, მინდა გითხრათ, „სროკი“ უმთავრდებათ პატიმრებს და თქვენი ძველბიჭური სლენგი აქ უადგილოა. ამ „სომეხი კათოლიკეთი“ ხომ ტვინი წაიღეს, ნერვები აღარ მივარგა. ჰებიჯო, რომ გაგიგონ სტრასბურგში, რომ „სომეხი“ შენთვის შეურაცხყოფაა, რითი ჩამოგკიდებენ და რაზე ღმერთმა იცის... ცოტა გაუფრთხილდით საკუთარ ენას, აზრის თავისუფლება ერთია და მილიონობით ადამიანის შეურაცხმყოფელი აზრის გამოახატვა - მეორე. ჰო, ვიცი... მეც დამპალი ურჯულო სომეხი ვარ... გასაგებია, გმადლობთ...
4.
სხვათაშორის, ამას წერს ზემოთ ხსენებულის ავტორი. „რევოლუციის გაკეთება“ ქართული ენის ცოდნაზე შეუდარებლად მეტყველებს. პატრიარქის მხრიდან რევოლუციის მოწყობაზე ოცნება რელიგიის საფუძვლიან ცოდნასაც ასახავს. მეგობარო, „პატრიარხმა“ რომ გაგიგოს რა მოქმედება მიაწერე, რა კონტექსტში მოიხსენიე, და როგორ დაწერე მისი წოდება, ალბათ ცუდად გახდება საწყალი მოხუცი. იზრუნე მასზე თუ ასე ძვირფასია შენთვის და გაჩუმდი. თორემ „პირს გააღებ, მ*ნერი გცვივაო“ შენზეა ნათქვამი.
5.
ღმერთი ლოცულობს თურმე. ღმერთო, თუკი მართლა არსებობ, იმდენი კითხვა მაქვს შენთან, ერთი დიდი ინტერვიუ გამოვა. რომ იბადებიან ლამაზი საყვარელი ბავშვები ესეთ იდიოტებად რატომ იზრდებიან? მოკლედ, რა გინდა ჩვენგან არ ვიცი, მაგრამ მგონი ტყუილად გვირთულებ ცხოვრებას. ჰო ეხლა ამას მივხედოთ. ამას აშკარად ისე გამოურეცხეს ტვინი ამ მართლმადიდებლობით, რომ მუზა აღარ იცოდა სად წაეღო და „ღმერთი თქვენთვის ლოცულობსო“ თქვა. მიხვდებოდით ალბათ, ბოლოს ინიციალები „დ.შ.“ ნიშნავს „დედას შევეცი“-ს, ჰოდა ალბათ რელიგიის მოერიდა და თავის ჭკუაში ცენზურა დაიცვა. ვაი ამათ ბედკრულ პატრონს რა ეშველებათ...
6.
მდა. მართლაც საამაყოა, ვერაფერს იტყვი.
7.
ეს ძალიან მაგარი იყო. მართლა მაინტერესებს ის სცენა, როცა მივიდა ამ ბერთან და დაუწყო ლაპარაკი ამ გვერდის შესახებ, კარგია თუ ცუდი. და კურთხევას რომ იღებდა, ის მომენტიც მინდა ვნახო. ისე ბერს როცა ახსენებ კარგი იქნებოდა ის ეკლესიაც მიგეთითებინა, სადაც მოღვაწეობს, თორემ პატარა ეჭვი შემაქვს ამ სიტყვების სიმართლეში. თუმცა რა გასაკვირი ეგაა?
8.
ჭადრაკის დაფამდე ცოტა უკლიათ ამ ეკლესიის (არ ვიცი რისგან) დამცველებს. ხალხო საქმე როცა არ გაქვთ, შეგიძლიათ გააკეთოთ სკამი, კროსვორდი შეავსოთ და ა.შ, ხოლო სარწმუნოება ადვოკატებს არ საჭიროებს.
9. ტრადიციულად ყველაზე სასაცილო ბოლოსთვის.
ნამდვილი ქრისტიანიც ესაა!
"ამინ ბოზისშვილი ვიყო, უფალი მაღალია ჩემი დედა მოვ*ან!" (c)
უსაქმურიFM. ინტრიგანული რადიო.









No comments:
Post a Comment