8.19.2011

ფანატიზმი ყველაფერში ( + სამამულო იდიოტიზმის ეპიდემია vol. 2)

როგორც არაერთხელ აღმინიშნავს, ჩვენ ღრმად პატივცემულ ერთან ბევრი რამეა დღეს ასოცირებული: ფანატიკური რწმენა, ცრუ-პატრიოტიზმი, ეთნო-ნაციონალიზმი, განათლების ნაკლებობა და თავისუფალი აზრის არარსებობა. აღმოჩნდა, რომ ჩემი ყურადღება მხოლოდ ჩემი ქვეყნის მარგალიტებს ეკუთვნის და ვერაფრით გადამაქვს სხვა რამეზე. იმის გამო რომ წავაწყდი ბევრი ზემოაღნიშნული თვისების მომცველ აზრებს, მიწევს საუბარი ყველაფერზე ერთად. ამიტომ დავარქვი ამ წერილს „ფანატიზმი ყველაფერში“.

მარგალიტების სია:

1.

აქედან შეიძლება დავასკვნათ, რომ პატრიარქი, გარდა „ანგელოზისა“ და „წმინდანისა“, კიდევ კანონმდებელიც ყოფილა. ჩემი აზრით, ეს ადამიანი მართლაც დიდი პატივისცემის ღირსია ქართველი ერის მხრიდან. ისტორიულად მისგან არაერთი პატრიოტული და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი გვახსოვს, რომელმაც ბევრი რამ უკეთესობისკენ შეცვალა. მაგრამ მე არ მიმაჩნია სწორად ცოცხალი ადამიანის „წმინდანად“ ან „ანგელოზად“ გამოცხადება, თუნდაც გადატანითი მნიშვნელობით, რადგან რიგითი პიროვნება, ისეთივე, როგორიც ყველა (და მე მას უფლის წინაშე არავისზე მეტად არ მივიჩნევ), არ უნდა იმსახურებდეს მსგავს წოდებებს. ეს უბრალოდ მისი უპატივცემულობაა და მეტი არაფერი.

რაც შეეხება პატრიარქისთვის თავის შეწირვას. ეს არის ბრბოს ფსიქოლოგიის და პრიმიტიული აზროვნების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი გამოხატულება. ადამიანისთვის თავის შეწირვა არის გაუაზრებელი, ინტელექტს მოკლებული, სულმდაბალი საქციელი, რომელიც, წესით და რიგით, მართლმადიდებელს არ უნდა ახასიათებდეს.

2.

დაახლოებით იგივეა რაც წინა შემთხვევაში ვიხილეთ. ის, რომ მას „ღმერთივით სწამს პატრიარქის“ არის უფრო კერპთაყვანისმცემლობა. სიმართლე გითხრათ, რწმენის ნებისმიერი გამოხატულების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თუმცა ამაში მე და მართლმადიდებლების 90% არ ვგავართ ერთმანეთს. ისინი სხვა რელიგიის მიმდევრებს მკრეხელებად მიიჩნევენ და კერპთაყვანისმცემლობა რწმენით იკრძალება. ამიტომ ისმის მართლმადიდებლურად ლოგიკური დასკვნა: ასე მოაზროვნე ადამიანი მკრეხელია. ისევ მოიხსენიებენ ილია მეორეს წმინდანად. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ამ ადამიანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რადგან ის მართლაც უყვარს ქართველ ერს და ხალხის ეს დამოკიდებულება მისდამი არ მიმაჩნია უსაფუძვლოდ, თუმცა სიყვარული მონობასა და თაყვანისცემაში არ უნდა გადაიზარდოს. ის აზრი, რომ ცოცხალი ადამიანი „წმინდანია“ უბრალოდ გაუნათლებლობაზე და გონებრივ სიბრმავეზე მეტყველებს.

ძალიან გთხოვთ, სანამ ამას მიიღებდეთ ილია მეორის შეურაცხყოფად, კიდევ ერთხელ გადაიკითხეთ ტექსტი და დაუკვირდით ჩემ მიერ აღწერილ საკუთარ დამოკიდებულებას ამ ადამიანისადმი. დიდი მადლობა წინასწარ.

3.

მოდით ცოტა გავერთოთ. თქვენს წინაშეა რელიგიური ფანატიზმი გაუნათლებლობის მცირე ელემენტებით (მცირე?!). 21-ე საუკუნეში ჩარლზ რობერტ დარვინთან სქესობრივი აქტის განხორციელების სურვილი (ან მცდელობა) მეტყველებს ნეკროფილიაზე. ვისაც არ უნდა მიმართავდეს ეს ინდივიდი, რა უნდა იყოს ის ისეთი, რომ ამაზე „განუვითარებელი“ აღმოჩნდეს? ვაღიაროთ, რომ სიტყვების მარაგი გადმოსდის. „დამპალ თესლზე აღმოცენებულებოო“ რომ მეთქვა, ვერასდროს მოვიფიქრებდი, სხვა უცენზურო და უადგილო ფრაზებს რომ შევეშვათ.

რაც შეეხება სალადინს, როგორც ჩანს ამ პიროვნებამ დაზუსტებით არ იცის ისტორიულად რა „იკადრა“ სალადინმა და ზოგადი წარმოდგენა აქვს, რომ ქრისტიანებს „უმოწყალოდ და უსამართლოდ მუსრავდა“ (პათოსი). პატრიარქის შეურაცხყოფა საერთოდ რა მოსატანია იმასთან, რაც ამ დამპყრობელმა დაუშავა ქრისტიანულ სამყაროს. და თუ საერთოდაც იცოდა სალადინი ვინ იყო, გამოცანად რჩება.

4.

ამ სურათში ყოველივე ქსენოფობიურს ცოტა ხნით შევეშვათ და გავარძელოთ ისევ რელიგიის თემაზე საუბარი. ნატო რომ ჰკიდია, გასაგებია (თუმცა მიზეზი გაუგებარია), მაგრამ რატომ ასოცირდება მისთვის ყველა ქართველი მართლმადიდებელთან გარდა ფერეიდნელისა და აჭარელისა? თბილისში პირადად ვიცნობ უამრავ ქართველს, რომელიც არაა მართლმადიდებელი, აჭარელი მართლმადიდებლები კი დიდი რაოდენობით არსებობენ. აჭარაში მხოლოდ მუსულმანები არ ცხოვრობენ და ზრდასრულმა ადამიანმა ამდენი უნდა იცოდეს. ასევე უამრავი ფერეიდნელი დაბრუნდა სამშობლოში და მიიღო მართლმადიდებლობა თავისი ნებით.

ის, რომ „მართლმადიდებლობაა სახელმწიფოს ბურჯი“ არის რეალობას და ლოგიკას მოკლებული განცხადება. ვერც ერთი რელიგია დღეს ვერ იქნება სახელმწიფოს ბურჯი. მაგალითად ავიღოთ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. მართალია მათი უმრავლესობის სახელმწიფო რელიგია ისლამია, მაგრამ, დამერწმუნეთ, ისინი ქართველებზე რამდენიმეჯერ უფრო მეტად მორწმუნე ხალხია და მათი ყოფა-ცხოვრება არის თავიდან ბოლომდე რელიგიაზე აგებული, დაწყებული პირადი ცხოვრებით და დამთავრებული სახელმწიფო კანონებით. მიუხედავად ამისა, ვერც ერთი ამ ქვეყანათაგანი ვერ დაიკვეხნის განვითარების მაღალ დონეზე დგომას, ხოლო სიმდიდრე მათ ფორტუნამ არგო ნავთობის სახით და ამაში რელიგიას როლი არ უთამაშია.

რაც შეეხება სომხების თემას. ვეთანხმები იმაში, რომ ისტორიულად სომხები დიდ ლოიალურობას არ იჩენდნენ ქართველების მიმართ. სხვათაშორის ისიც სიმართლეა, რომ თურქები ოდესღაც ქართველებს ხოცავდნენ და ჟლეტდნენ (ჰო, ვიცი, პირველად გესმით) და ის რომ გერმანელები ებრაელების მოდგმას მუსრავდნენ. მაგრამ ნუთუ ეს დრო აღარ დამთავრდა? 21-ე საუკუნეს რამდენ ხანს უნდა ველოდოთ კიდევ? სომხებისთვის ისტორიული, სახელმწიფო დონის შეცდომების გამო სამაგიეროს ახლა გადახდა იგივეა, რაც დღეს თურქეთისაგან ტაო-კლარჯეთის ბრძოლით დაბრუნება. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე.

5.

ისემც ამას რა ვუთხარი, რაც სომხებს ჯობიან ქართველები საქართველოს სიყვარულში. უნდა აღვნიშნო, რომ აფხაზეთის ომში არის უამრავი სომეხი (და არამარტო) დაღუპული და ამ ფაქტის ფონზე ეს განცხადება უბრალოდ სამარცხვინო და გულის ამრევია. მე პირადად მაქვს ჩემი თვალით ნანახი, როგორ დაჩაგრა ქართველი ერი დამპყრობელმა. ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოს ომს და ეს უკვე აღვნიშნე (იხ. სტატია „ომის „გმირები““).

და ისევ ფანატიზმი უბრუნდება ასპარეზს. რატომ ჰგონია ამ ადამიანს, რომ „ფანატიზმამდე აყვანილი სიყვარული“ ნებისმიერი რამის, თუნდაც სამშობლოსი არის კარგი? რატომ ვერ გაიგო ამ ხალხმა, რომ იმისათვის, რომ იყო პატრიოტი, არაა აუცილებელი შენი ქვეყანა ფანატიკურად გიყვარდეს, საკმარისია უბრალოდ იყო მისი ერთგული, ასრულებდე მოქალაქეობრივ უფლება-მოვალეობებს და მტრის შემოსევის დროს არ გაიქცე, არა ქვეყნის სიყვარულის, არამედ საკუთარი თავმოყვარეობის გამო.

6.

ცოტა გავიცინოთ. ა არ არის სასაცილო? კარგი. გადავინაცვლოთ უფრო დაბლა.

7.

გავიცინეთ და გვეყოფა. ეს უკვე სერიოზული ადამიანის სერიოზული საუბარია. პირადად მე მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს: ვანო მერაბიშვილის რეაქცია, როცა ამის შესახებ ამცნობდნენ (თუ საერთოდ ჩათვალეს საჭიროდ). კიდევ ვის წარმოუდგენია შინაგან საქმეთა მინისტრი კიკ-ბოქსინგის ფედერაციის პრეზიდენტად? აი იმ მრავალ ქვეყანას მართლაც უნდა გადავხედო, მართლა მაინტერესებს, ნეტავ რომელ ქვეყნებზეა საუბარი. მოკლედ, გაერთეთ.

8.


და, რა თქმა უნდა, ყველაზე კარგი ბოლოსკენ მოვიტოვე. მე გულწრფელად მჯერა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას საყურე არ მიაჩნია ორიენტაციის განმსაზღვრელად, თუმცა, საერთოდ, მეგობრებში დიდ ოპტიმისტად მივიჩნევი. ზოგადად არც ჰომოფობია აკლია ჩვენს ღრმად პატივცემულ საზოგადოებას და დებილური სტერეოტიპებით ხომ კიდემდეა სავსე.

დიდი ბოდიში უცენზურობისთვის. ჩემი აზრით ზოგჯერ უცენზურობა აუცილებელია, რათა უკეთესად გამოხატო პრობლემის არსი.


P.S. გუშინ დავრეგისტრირდი ვებ-გვერდზე tumblr.com და ამიერიდან იქაც გავაგრძელებ საინტერესო მასალის დაპოსტვას. ასე რომ მესტუმრეთ გვერდზე: http://usaqmurifm.tumblr.com


უსაქმურიFM. ინტრიგანული რადიო.

No comments:

Post a Comment