მე ვარ ქართველი.
მე არ ვარ "პატრიოტი".
მე უბრალოდ გული შემტკივა ჩემს ქვეყანაზე და იმაზეც, თუ რა მდგომარეობაშია ამჟამად ქართველი ერი.
არ ვაპირებ იმაზე საუბარს, თუ "რას გვიშვრება ეს მთავრობა". არა, "ეს მთავრობა" არაფერსაც არ გვიშვრება, ჩვენ თვითონ ვართ ყველაფერში დამნაშავენი. რატომ? იმიტომ, რომ ქართველები ვართ და "ასეთები" ვართ. იმიტომ, რომ ვერასდროს ავაშენებთ ჭეშმარიტ დემოკრატიას და კარგა ხანს არც საქართველოს მოსახლეობის 90%-ისთვის სანატრელ "ნატოს" კარებს გაგვიღებენ (ნატოში გვინდა შესვლა და რიგიანად არც გვესმის ეს რას ნიშნავს. ამას მოგვიანებით ავხსნით).
ისევ გაინტერესებთ რატომ? აბა, ილიას მოუსმინეთ:
ჩვენისთანა ბედნიერი
განა არის სადმე ერი?!
მტვერწაყრილი,
თავდახრილი,
ყოვლად უქმი, უდიერი;
უზღუდონი,
გზამრუდონი,
არგამტანი და ცბიერი;
მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
კიდევ იმიტომ, რომ ქართველები ვართ და ფანატიკურად გვჯერა რაღაცეების. იმიტომაც, რომ ერთმანეთს ვერ ვიტანთ, შურიანები ვართ. იმიტომ, რომ ოდნავ განსხვავებული აზრი "ტრადიციების უარყოფა", "წარსულის შეურაცხყოფა", "ქართველობის დავიწყებაა".
არა, არა, არასწორად გამიგეთ. მხოლოდ ცუდის ლაპარაკს კი არ ვაპირებ. ნახეთ, კიდევ რამდენი დადებითის პოვნა შეიძლება ჩვენში:
* გვიყვარს კარგი სმა-ჭამა. (თუმცა იმაზე ნაკლებად ვფიქრობთ, ამისთვის საჭირო სახსრები სად მოვიძიოთ. ბოლოს და ბოლოს, ბანკიდან კრედიტს ავიღებთ, ერთს კარგად გამოვძღებით და მერე აი დარდი, თუ ბანკი ბინას გაგვიყიდის და ოჯახს ღია ცის ქვეშ დაგვიტოვებს.)
* ჩვენთან წარმატებით ფუნქციონირებს "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" - "ძირს "ჰარი პოტერი"". (თუმცა თვითონაც ვერ ვხვდებით, რატომ და როგორ. უბრალოდ, ხომ თქვეს ეკლესიაში, არ შეიძლებაო და წაუკითხავად ვაპროტესეტებთ. არც კი გვაინტერესებს, შიგ თუ წერია რაღაც ისეთი, რაც დაგმობას იმსახურებს. თან, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო "ბიზნესის კეთების სიმარტივით მსოფლიოში პირველ ადგილზეა" იმას ვერ ვხვდებით (და არც ყურმოკვრით გაგვიგია), რომ ანტირეკლამა საუკეთესო რეკლამაა).
* ბევრი, არა, უფრო ბევრი ღიპიანი თამადა გვყავს. (და მერე რა, თუ ღიპი უსაქმურობით ჩნდება. მაინც "ღირსებაა". )
* ძალიან ვაჟკაცები ვართ. (რაც მეტ ღვინოს ჩავისხამთ მუცელში, მით უფრო).
* "გიომები". (წაი რა სოფელში, თოხნე. მე რო სოფლეი ვიყო, მეც გავთოხნამდი...)
* "ძერსკები" (გიოს ახალი ინფინიტე ნახე? ; აუ აი ისეთი მაგარი ივენთი იყო, შოკში ვარ...)
(თუმცა აქვე დავძენ რომ სულაც არ ნიშნავს "ძერსკი" იმას, რა კონტექსტშიც ჩვენ ვხმარობთ. ხო, რა ჯანდაბად გვინდა რუსულის სწავლა? ფუი მაგათ)
* ჭორიკნები (ჩვენი ახალი მეზობელი რომაა, ნოდარი, მაგისი ცოლის ბიძაშვილის მული თურმე ჟორას მამიდაშვილის ქვისლის ბიძაშვილის ქმართან დადის...)
* უი შენ კი გენაცვალე! (ფუ შენი...)
* და ბოლოს, ჩვენზე უკეთ ხომ არავინ ფლობს ხელოვნების იმ დარგს, ისეთი მჟღერი ბგერები რომ ერთად იყრის თავს, როგორიცაა "ტ" და "ყ", და ისინი რომ მაინც და მაინც განსაკუთრებით გამოთქმით უნდა გამოითქვას...
და კიდევ ძალიან ბევრჯერ "იმიტომ".
დანარჩენზე მოგვიანებით ვისაუბრებ.
ici ra? mesimpatiure :D bevr rameshi getanxmebi da dzlivs vnaxe qartveli romelsac tvitkritikis motxovnileba aqvs. (es sxvagan tore chems garshemo egeti bevria)
ReplyDeleteginda dagexmaro chventvis (qartvelebistvis) wyobilebis archevashi? aravitari demokratia (eg tvins azianebs :D) aravitari monarqia (eg ubralod gipebs gadaanacvlebs :D) ... mgoni yvelaze xelsayreli tiraniaa, yvelaferi erti chkviani kacis xelshi. (chkvianshi satavisod chkviani ar igulisxmeba tore egeti tirania xo dgesacaa :D) ai chkvian kacze ki me da shen vifiqrot :D (sagol momewona. xo, kide chemsavit bevri frchxilebis xmareba giyvars :D:D:D:)
მიხარია, რომ მოგეწონა :) ისიც მიხარია, რომ ზოგიერთ საკითხში მეთანხმები :)
ReplyDeleteწყობილებას რაც შეეხება, მე დიქტატურის მომხრე ვარ, თუმცა ეს დიქტატურა, როგორც თვითონ აღნიშნე, უნდა იყოს ხალხის საკეთილდღეოდ მიმართული და არა კონკრეტული პიროვნების ჯიბის გასქელებისკენ.
და კიდევ, საღად მოაზროვნე ადამიანი ჩანხარ და მიხარია :)))
მიხარია საღად მოაზროვნე ადამიანის ბლოგის მონახულება. ერთი თხოვნა მექნება :) იქნებ მსგავსი ბლოგები შენთან დადო სიაში, რომ შემდეგ გადასვლა ადვილი იყოს. ანუ ერთად შეიკრიბოს კრიტიკა. მერწმუნე ბევრია ბევრით უკმაყოფილო, მაგრამ ყველა გაფანტულია და მარტო ეზიდება "ჭაპანს" :)
ReplyDeleteგმადლობ რჩევისთვის. გავითვალისწინებთ :))
ReplyDelete