ვინ არიან სომხები?
-უნამუსოები, სატანისტები.
ვინ არიან რუსები?
-მტრები, მოღალატეები, ცუდები.
ვინ არიან აზერბაიჯანელები?
-ერი, რომელიც როდესღაც ჩვენ გვემორჩილებოდა. მუსულმანები.
ვინ არიან ჩეჩნები?
-ტერორისტები.
ვინ არიან ინგლისელები?
-ფეხბურთის მომგონებლები. (თუმცა ეს გადასახედია)
ვინ არიან ესპანელები?
-ლამაზი ნაშები.
ვინ არიან ფრანგები?
-ღვინის მწარმოებლები.
ვინ არიან გერმანელები?
-ნაცისტები.
ვინ არიან ებრაელები?
-იუდები ეგენი!
ვინ არიან ირანელები?
-ექსდამპყრობლები, ურჯულოები.
ვინ არიან მონღოლები?
-მომთაბარეე გაუნათლებელი ტომის გაგრძელება.
ვინ არიან ამერიკელები?
-დემოკრატიის შუქურები, ომის დროს წყალს გვიგზავნიან, მეგობრები.
ვინ არიან ერაყელები?
-ჩვენი მეგობრის მტრები.
ვინ არიან ავღანელები?
-ტერორისტები.
ვინ არიან ჩინელები?
-საზიზღარი ტიპები.
ვინ არიან იაპონელები?
-ერთი მაგათი იაპოშკა (ცენზურა ცენზურა ცენზურა)!
ვინ ვართ ქართველები?
-კარგი ხალხი.
თქვენი არ ვიცი და მე მიჩნდება კითხვა, რატომ იმსახურებენ ზემოთ ხსენებულთაგან ზოგი დადებით და ზოგი ასეთ უარყოფით შეფასებას და რატომ ვართ მაინც და მანც ქართველები კარგი ხალხი? იმიტომ რომ ქართველები ვართ? იმიტომ რომ , იმიტომ რომ, იმიტომ? ვერაფერიშვილი ლოგიკური და დასაბუთებული ახსნაა, არ მეთანხმებით? გერმანელებს ვეძახით ნაცისტებს და ამ დროს თვითონ უარესნი ვართ. მგონი ამ უკიდეგანოდ განათლებულ ხალხს უნდა გვესმოდეს, რომ ეთნიკური ნიშნით ადამიანების დევნა ამორალური და უბრალოდდ, არაეთიკურია.
ისიც უნდა გვესმოდეს, რომ რუსიც, სომეხიც, აზერბაიჯანელიც, თურქიც, ირანელიც, ავღანელიც, ჩინელიც, იაპონელიც, ებრაელიც ისეთივე ადამიანია როგორც ჩვენ. და რელიგია რომ ფანატიზმად გვექცა, ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა ადამიანი თანასწორია განურჩევლად ეროვნებისა, რასისა, ასაკისა და სქესისა და ცოდვები ყველას ერთნაირად მოეკითხება, მიუხდავად იმისა მუსულმანია, ქრისტიანი, ინდუისტი, ბუდისტი, იუდეველი, დაოისტი თუ კიდევ ვინმე სხვა. რატომ არიან ისინი დამნაშავენი თუ სიტყვაზე ინდოელი ინდოეთში დაიბადა? მას, ისევე როგროც შენ ჩემო ქართველო, უყვარს თავისი ქვეყანა. მისთვის არავის უკითხავს ისევე როორც შენთვის, თუ რა კანის ფერი, რა სქესი უნდოდა. არც ის უკითხავს ვინმეს, ბუდისტობა ერჩივნა, ქრისტიანობა, მუსლიმობა თუ ინდუისტობა, ისევე როგორც შენთვის არ უკითხავთ. ისიც, ისევე როგორც შენ, დარწმუნებულია თავისი რელისგიის სისწორესა და უზანაესობაში.
მაშ რას ვერჩით ამ არაქართველებსა და არაფანარიკოს მართლმადიდებლებს? ისინი არ გვახვევენ თავს საკუთარ რელიგიას და მოდი ნურც ჩვენ მოვახვევთ თავს ჩვენსას. (მით უმეტეს მქადაგებლობის უფლება წმინდა რელიგიურად ყველას არ აქვს).
ჩემი თუ არ გჯერათ, ჩემზე ჭკვიანი კაცი, კერძოდ კი უილიამ შექსპირი წერს:
"განა ებრაელს კი არა აქვს თვალები? განა ებრაელს კი არა აქვს ხელები, სული, სხეული, გრძნობები, გულისთქმანი, ვნებათაღელვანი? განა იმავე საჭმელს არა სჭამს, იმავე იარაღით არ იჭრება, იმავე სნეულებით არა ხდება ავად და იმავე წამლით არ იკურნება? ზამთარ-ზაფხულსაც ხომ ისევე სცივა და სცხელა, როგორც ქრისტიანს?"
პ.ს. რამდენიც გინდათ მეძახეთ სომეხი ურჯულო ხარო. თქვენც ხომ ხვდებით გულის სიღრმეში, რომ სიმართლეს ვამბობ და ეს ნერვებს გიშლით :)
ბოლო ძაან მაგარი იყო... ეხლა ნახე ამაზე როგორ აიჭრებიან.. :))
ReplyDelete