8.16.2011

"ბორჯომი" რუსეთში: უმადურები, ცინიკოსები, უუნაროები, ქართველები...

ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა გუშინ, ანუ 2011 წლის 15 აგვისტოს, რუსეთის პირველ არხზე, "ბორჯომის" რეკლამა დავინახე. საკუთარ თვალებს არ დავუჯერე, არხის ლოგოს კარგად დავაკვირდი, რამე ხომ არ მეჩვენება-მეთქი. როგორც აღმოჩნდა, არ მომჩვენებია.

რამდენიმე კვირის წინ, სახელს არ დავასახელებ და ერთი ქართველი პოლიტიკოსი აქტიურად მუშაობდა ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნებისთვის და აი შედეგიც სახეზეა. "ბორჯომი" რუსეთში ბრუნდება. პირადად მე ამ ფაქტმა ძალიან გამახარა: იქნებ ნელ-ნელა ამხელა რუსული ბაზარი დავიბრუნოთ და ქართველებისგან უკანასკნელი თეთრების წოვა აღარ დასჭირდეთ ამხელა ქართულ გრანდიოზულ კომპანიებს. ("ბორჯომი" 1.30 თეთრი ღირს და სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მხოლოდ დღესასწაულზე
თუ მისცემს თავს უფლებას "ბორჯომი" იყიდოს).

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, "ძირს ონიშენკო", ანუ "რა ჯანდაბად გვინდა ქართველებს რუსული ბაზარი" (ნაციზმის დაუსაბუთებელი შემთხვევა და ამასთან ყველანაირ საღ აზრს მოკლებული). ერთ-ერთ არცთუ ურეიტინგო ვებ- გვერდზე გადავაწყდი სტატიას (რომელსაც ნამდვილად ბევრი ადამიანი წაიკითხავს და მისი ავტორიც ურცხვად ახვევს საკუთარ ფსევდოობიექტურ აზრს მოსახლეობას).

სტატიის მიხედვით, თურმე გენადი ონიშენკოს პახმელიაზე გამოსასვლელად "ბორჯომი" გაუთავდა და ამიტომაც  აბრუნებს მას თავის ბაზარზე.
ციტატა სტატიიდან:

"ონიშენკომ ტონი შედარებით შეარბილა. ეს, ალბათ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების სურვილს უნდა დავუკავშიროთ: როგორც ცნობილია, ამ სურვილს მხოლოდ საქართველო ეღობება წინ და ჩვენი ქვეყნის თანხმობის შემთხვევაში რუსეთი მ ს ო –ს წევრი გახდება. ამის გამო კი ტონის შერბილება ნამდვილად უღირთ, თუმცა, ძნელი სათქმელია, რამდენად გაჭრის ეს მეთოდი.


ასეა თუ ისე, როგორც ჩანს, გენადი ონიშენკო რაღაცამ შეაწუხა. ეს „რაღაცა“ ან რუსეთისა და მსო–ს თანამშრომლობის მწველი სურვილია, ან სინდისი და ან კიდევ – „ბორჯომის“ წყურვილი. მართალია, კი ამბობენ, ონიშენკოს „ბორჯომი“ თავზესაყრელად აქვსო, მაგრამ ეს ცოტა საეჭვოა, თუ გავიხსენებთ, რომ რუსებმა „ბორჯომის“ სმა 2006 წელს აღიკვეთეს და რუსეთში მცხოვრებ არარუს მოქალაქეებსაც აღუკვეთეს."


ამ ციტატიდან აშკარად ჩანს, თუ როგორი ცინიკური დამოკიდებულება აქვს მის ავტორს ამ ფაქტთთან. ვეცადე ეს ამეხსნა და ვიფიქრე, რომ უბალოდ წერის მანერა აქვს ასეთი, ანუ უნდა სკანდალური გამოჩნდეს, მაგრამ დავიჯერო ვერ ხვდება, რომ ასეთი სტატიებითხელს უშლის რუსეთთან ისედაც ცუდი ურთიერთობის უფრო დაძაბვას? თუმცა, შეიძლება, ისიც ეთნო-ნაციონალიზმითაა შეპყრობილი(გაიტანეთ სომხები, ეგ სატანისტები ეგენი!"; "ძირს რუსები, ჯოჯოხეთის მაშხალები!"), წერს თავის აზრს და შედეგებზე აღარ ფიქრობს.


ამავე სტატიაში ვკითხულობთ, რომ

"„XXX.ჯი“ დაინტერესდა, გააგზავნა თუ არა მსგავსი შინაარსის წერილი საქართველოდან რუსეთში რომელიმე კომპანიამ ან თავად „ბორჯომის“ მფლობელმა კომპანიამ. როგორც აღმოჩნდა, არ გაუგზავნია. არიან თუ არა საქმის კურსში იმ კომპანიის შესახებ, რომელიც მინერალური წყლის ექსპორტს რუსეთში გეგმავს, „ბორჯომის“ მწარმოებლები არ პასუხობენ, ალბათ, ბიზნესში არსებული დაუწერელი კანონების გამო."

ამ დროს კი ეს XXX.გე-ს ჟურნალისტი ვერ ხვდება, თუ რატომ არ პასუხობს კომპანია "ბორჯომის" წარმომადგენელი მის შეკითხვას. (ან არ უნდა მიხვდეს. მე კი ეჭვი მებადება, რომ არც არავისთვის არაფერი უკითხავთ, ისე დაწერეს, ხალხის დასაინტრიგებლად და "ბორჯომის" რუსეთში ექსპორტისადმი უარყოფითად განწყობისათვის. ხომ ქართველები ვართ, ასეთი მაგრები ვართ, ჭირსაც წაუღია რუსეთი თავისი ბაზრით და მერე რა თუ რომელიღაც სოფელში ადამიანს, რომელსაც სწორედ ეს რუსეთის ბაზარი კვებავდა, სული ხდება შიმშილით).


კუდაბზიკები, ყველაზე მაგრები, ნაცისტები, ფანატიზმით შეპყრობილები...

ამ სტატიის ბოლოს, ცხადია, დატოვებულია კომენტარებიც:

1. "რა ღირსები არიან რუსები ბორჯომი შესვან"

-რაღაც აფსურდი და ბიზნესის კანონების ნულოვანი ცოდნა. "ბორჯომის" კომპანიისთვის შენც და რუსიც, ორივე მომხმარებელი ხართ და თუ რუსი "რა ღირსია ბორჯომი სვას", შენზეც იგივეს თქმა შეიძლება ასევე უარგუმენტოდ.

2. "ონიშჩენკო "პრობკაა", ვინ ეკითხება რამეს, უბრალოდ - რუპორია."

-დაუსაბუთებელი ლანძღვა. შურის გამოვლინებაც, იმიტომ რომ ონიშჩენკო ამხელა რუსეთის (შეიძლება კორმპირებული, მაგრამ ჩვენ ვინ გვეკითხება?! საკუთარ თავებს მივხედოთ) ამხელა სანიტარია და თვითონ მასთან შედარებით არაფერს წარმოადგენს. თავისი თქმისა არ იყოს, "პრობკაა".


და 2008-ში ომი ჩვენ მოვიგეთ...

3 comments:

  1. "რა ღირსები არიან რუსები ბორჯომი შესვან"

    ვინმე ამიხსნის ეს გაუნათლებელი მუწუკები ამერიკულ "კოკა-კოლას" რა ნამუსით სვამენ, როცა ამავდროულად აგინებენ ამერიკას??

    ReplyDelete
  2. ნულოვანი ლოგიკა :)))

    ReplyDelete
  3. სტატია მომეწონა, კარგად იკითხება. რუსებმა ჩვენი დაკარგვით ბევრი არაფერი წააგეს, აი ჩვენ... ჩვენ დავკარგეთ ათეულობით ათასი ადამიანის ბედნიერება, კმაყოფილება და ა.შ. მაგრამ მაინც ვიქნევთ ხელ ფეხს ვითომ ისევ ჩვენ გვაქვს სადავო რამე. ამაყად ვუყურებთ ამხელა რუსეთს ზემოდან , სკამზე შედგომით და ის კი დაგვავიწყდა რომ ჩვენი სკამის ფეხები მის ხელშია (ამას კი რუსეთი დროდადრო გვახსენებს მაგრამ ჩვენ ისევ ვეჯღანებით) ყველამ იცის რომ ამას ცუდი შედეგი მოყვება. ჯიუტად მივიწევთ ნატოსკენ, ანკი მივიწევთ რომ? ნატოს კარი გამოხურული აქვს და მშვიდად უყურებს ჭუჭრუტანიდან ჩვენს "წვალებას"
    ჩვენ კიდე ტვინი არ გვყოფნის!!!!

    ReplyDelete