21-ე საუკუნის ერთ-ერთი პოპულარულ პროფესიათაგანი რომ ჟურნალისტკაა, ამაში არამგონია ვინმე შემედავოს.
ნებისმიერს, ვინც ჟურნალისტია, ვინც ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტია და ვისაც მომავალში უნდა ეს პროფესია აითვისოს, რომ ჰკითხო, რატომ მაინც და მაინც ჟურნალისტიკა, გეტყვის, რომ სურ ს ხალხს ინფორმაცია მიაწოდოს.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. მაგრამ რა ხდება მაშინ, როცა საქმე უშუალოდ ინფორმაციის მიწოდებაზე დგება?
არ ვაპირებ იმაზე საუბარს, რომ მედია უნდა იყოს თავისუფალი და არც იმაზე, რომ დღეს ჟურნალისტები თურმე რა ცუდ დღეში არიან, როგორ ზეწოლას ახდენენ მათზე. ეს ცალკე თემაა და ამის განხილვას მომავლისთვის გადავდებ.
ახლა კი ვისაუბრებ ერთ არცთუ პატარა პრობლემაზე. ანუ, რატომ უდრის ჟურნალისტი სუბიექტურს.
ვიწრო წრეში გამოკითხვა ჩავატარე, რომლის კითხვაც იყო ენდობით თუ არა ჟურნალისტებს? სამწუხარო რეალობაა, მაგრამ გამოკითხულთა 99%-მა ამ კითხვაზე უარყოფითად უპასუხა.
ამასთან, გამოიკვეთა რადენიმე მიზეზი:
1. წერენ და საუბრობენ იმას, რასაც ავალებენ.
2. წერენ და გვიყვებიან თავისსავე შეთხზულ ისტორიებს.
3. სრულიად უმნიშვნელო ამბავს თავდაყირა აყენებენ და ცდილობენ "სკანდალურნი" იყვნენ, რათა ამით რეიტინგი მოიმატონ (და ალბათ ხელფასიც).
4. რეპორტაჟის მომზადებისას უშვებენ უამრავ ფაქტობრივ შეცდომას. (დააკვირდით ერთ-ერთი ახალი ამბების ცქერისას და მიხვდებით).
5. მიაჩნით, რომ თუ რაიმე საკითხზე რაიმე განსხვავებულს(თუნდაც აფსურდს) დაწერენ, პლიუსები დაეწერებათ.
ახლა უნდა ვისაუბრო სუბიექტურად, მაგრამ ჩემი აზრით სწორად. მართალია, წეღან ზუსტად სუბიექტურობის გამო ვაკრიტიკებდი ჟურნალისტებს, მაგრამ მე არ ვარ ჟურნალისტი, თქვენსავით, საზოგადოების ერთ-ერთი წევრი ვარ, რომელიც არ ენდობა დღევანდელ ქართულ მედიას და თვითონ გადაწყვიტეთ, სწორს ვამბობ თუ არა.
ზემოთ ხსენებულ მიზეზთაგან პირველი რამდენად შეესაბამება სიმართლეს, ვერ გეტყვით, თუმცა არის რაღაც სიმართლის მარცვალი.
ვერც მეორეს აბსოლუტურ მართებულობაზე დავდებ თავს.
აი რაც შეეხება მესამეს, თვითონ უამრავჯერ გავმხდარვარ რაღაც ფაქტის მოწმე, რომელიც შემდეგ ტელევიზიით გამოუცხადებიათ და პირდაპირ ვიტყვი, დამახინჯებულად. სენსაცია უნდოდათ და რა ექნათ?! უბრალოდ, იმაზე არ უფიქრიათ, როგორ იმოქმედებდა ეს რეპორტაჟი მათ გმირებზე. დაიკიდეს რა...
ამას იმასაც დავაყოლებ, რომ არანაირ ეთიკის ნორმებს არ იცავენ. შვილმოკლუკლ დედას პირში მიკროფონს თხრიან და მომღიმარი სახით ეკითხებიან, თუ რას გრძნობს. (ფუუ!)
მეოთხეს რაც შეეხება, უახლოესი წარსულიდან მოვიტან მაგალითს. ერთ-ერთ საინფორმაციო გადაცემაში, როცა ეროვნული გამოცდების მათემატიკის შედეგებზე საუბრობდნენ, თქვეს, რომ მათემატიკის ჩამბარებელ აბიტურიენტთაგან 30% ჩაიჭრა (ანუ, ვერ მიიღო 55 ქულიდან 14-ზე მეტი). ამავე რეპორტაჟში, ძალიან დამაჯერებლად და დარწმუნებით გამოგვიცხადეს, რომ თურმე საშუალო ქულა 40 ყოფილა. სკოლაში მათემატიკას კარგად ვსწავლობდი და ეს ციფრი ყურში ცუდად მომხვდა. მოვიძიე ინფორმაცია, რამდენი აბიურიენტი აბარებდა მათემატიკას, დაახლოებით 11000 აღმოჩნდა. მოვიმარჯვე ფურცელი და კალამი და დავიწყე დათვლა:
თუ მატემატიკას აბარებდა 11000 აბიტურიენტი და მათგან 30% ჩაიჭრა, გამოდის რომ საუკეთესო შემთხვევაში 3300-მა აბიტურიენტმა მიიღო 13 ქულა. დგება მარტივი განტოლება:
7700X+42900=440000
X=51,6 (დამრგვალებულად)
ანუ გამოდის, რომ 7700-მა აბიტურიენტმა საშუალოდ მიიღო 51,6 ქულა, რაც ტესტის მაქსიმალური ქულის 93.8%-ია. ჩემი თქმა აღარ გინდათ და თვითონაც მიხვდებით, რომ ეს აბსურდია.
მეხუთეს შესახებ კი ვიტყვი, რომ... მოკლედ, ერთმა მომავალმა ჟურნალისმა
საუბრისას თქვა, რომ ჟურნალისტი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით აყენებს საკუთარ ვარაუდებს. აქ მინდა ამ ჟურნალისტებს ვკითხო, ახსოვთ თუ არა, რომ მათ მილიონობით ადამიანი უსმენს და უმეტესობას მათი ე.წ. ვარაუდი სიმართლე ჰგონია და მოვლენების შეფასება ჟურნალისტის კი არა მსმენელის საქმეა?
და ბოლოს, რაც ყველაზე მეტად მაიძულებს არ ვენდო ჟურნალისტებს. "კურიერის" ტიტრი - ახალი ამბები კეთდება აქ.

No comments:
Post a Comment