8.16.2011

"შლანგი": ზე-ჰუმანიზმი

*სათაურში ზე-ჰუმანურები. რა თქმა უნდა, ბრჭყალებით იგულისხმება.



იმას რა თქმა უნდა, რომ საქართველო წყლის რესურსებით მდიდარი, არა,ძალიან მდიდარი ქვეყანაა. ჩვენთან წყალი უაზროდ იღვრება, მინერალური წყლებით იატაკს ვრეცხავთ...

ამასთან, ჩვენ ხომ ვართ ქართველები, ყველაზე სტუმართმოყვარე, ძირძველი ტრადიციების დამცველი, ყველაზე ჰუმანური ნაცია ვართ. მეზობელს/თანასოფლელს/თანამოქალაქეს ყოველთვის გვერდში ვუდგავართ.


ახლა ერთ კონკრეტულ ამბავს მოგიყვებით. ზაფხულში ერთ წყლით მეტად მდიდარ სოფელში ვიყავი. ეს სოფელი მაღალ მთაშია და კომუნიკაციები მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში არაა. (სოფელში ზოგს აქვს წყალი გაყვანილი, ზოგს არა).
მათ შორის, ვისაც წყალი არ აქვს თავის ეზოში შეყვანილი, ერთი ოჯახია, რომელიც მხოლოდ ზაფხულში ჩადის რამდენიმე დღით. წყალი არ გაჰყავთ იმ მიზეზით, რომ რამდენიმე დღით ჩადიან და საკუთარი სახსრებით არ უღირთ წყლის შეყვანა. მოკლედ, ეს ოჯახი წელსაც იყო სოფელში ჩასული რამდენიმე დღით წყალი, რა თქმა უნდა არ ჰქონდათ და გვერდით მცხოვრებ მეზობელს სთხოვეს, ონკანზე წყალს შევაერთებთ სანამ თქვენ დაგჭირდებათო. მეზობელიც, რა თქმა უნდა, დათანხმდა.
რამდენიმე საათი გავიდა და ამ ოჯახს მოსანახულებლად ესტუმრა ე.წ. "სოფლის შუქის კაცი", ანუ ადამიანი, რომელიც დენის გადასახადს  კრეფს და რომელსაც ევალება სოფლის წყლის "ბასეინი" მწყობრში იყოს. ამ კეთილმა და მურაბა "შუქის კაცმა" ( ფორმარულად, ბესომ) მეზობლის მიერ მეზობლისთვის მიცემული წყალი დაინახა და იქვე სკანდალი მოაწყო, ამას რას ჩადით, სოფელს წყალი ისედაც არ ჰყოფნისო.

ალბათ, გაგიკვირდებათ, რას ვერჩი ბესოს, თავის მოვალეობას ხომ პირნათლად ასრულებს და არ უნდა წყალი მას მისცეს, ვისაც არ ეკუთვნისო (ამ ოჯახს რატომ არ ეკუთვნის ეგ კიდევ ცალკეა გასარკვევი ან ვისი საქმეა ის მეზობელი იმ წყალს თავისთვის დახარჯავს თუ ვინმე სხვას მისცემს). მოკლედ, თითქოს რატომ ვწერ ამ უაზრობას და რა მინდა ამ პირნათელი ბესოსგან. მეც მასე ვიფიქრებდი, რომ არა იმ დილას ნანახი: დილით სასოკოვე ამინდი იყო და მეც მოვიმარჯვე კალათა და ტყეში სოკოს მოსაგროვებლად წავედი. ტყეში იმ "შლანგს" შევხვდი, რომლითაც წყაროდან "ბასეინამდე" წყალი მიდის. ეს "შლანგი" კი მეოთხედით გადახსნილი დამხვდა და "ბასეინისკენ" მიმავალი წყლის ნახევარზე ცოტა მეტი უმიზნოდ იქცეოდა და გარშემო აზარმაზარი ტბორი იდგა.
შეიძლება ვიფიქროთ, რომ ბესომ ეს ამბავი არ იცოდა, მაგრამ შევცდებით. ძალიან კარგადაც იცოდა. ზუსტად წინა დღით წამოვიდა მილის შესაკეთებლად და მასზე უგერგილოდ დაუხვევია  მავთული. (როდის აქეთია, გახეთქილ მილს მავთულით ამაგრებენ?) გააკეთა კაცმა, რას ვერჩით?!

ხედავთ, რა ზე-ჰუმანურები ვართ? მეზობელს მეზობლის დახმარებას ვუშლით და პრობლემის მთავარ მიზეზს უყურადღებოდ ვტოვებთ.
ყოჩაღ ჩვენ!


4 comments:

  1. რა ჰუმანურობაზეა ლაპარაკი როცა ერთმანეთს ვჭამთ? მეც მაქვს სოფელი და სახლი იმ სოფელში (არც მე მაქვს წყალი :D და ჩვენთანაცაა დენის კაცი :D) ხოდა ერთ ზაფხულს ჩავდივართ ზემოთხსენებულ სოფელში და... ჰოი საოცრებავ :D ჩვენს სახლს სახურავი ამძვრალი აქვს. გავიხედ გამოვიხედეთ და ჰოი კიდევ ერთო საოცრებავ :D ეს ჩვენი ალუმინის "ჟეშტი" სხვის სახლზე აწებია რომელსაც დანარჩენი სახურავი რკინის, თუნუქის აქვს. (იქ კიდე ბევრი საოცრებები იყო მაგრამ თავს არ შეგაწყენთ) .... ესეც ჰუმანურობის პიკი.
    ეს რაც მე გადამხდა და დანარჩენს აღარ მოვყვები თქვენის ნებართვით.

    ReplyDelete
  2. აი ასე ვუდგავართ ერთმანეთს გვერდში და მუდამ მზად ვართ დახმარების ხელი გავუწოდოთ :))

    ReplyDelete