შეამჩნევდით და ბლოგზე დიდი ხანია არაფერი დაწერილა. ეს იმის გამო არა, რომ რაიმე უკეთესობისკენ შეიცვალა.. არა, სამწუხაროდ. და იმ მრავალ პრობლემატურ თემას, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს და რომელთა ძალინ მცირე ნაწილზეც ჩვენ აქ უკვე ვისაუბრეთ ემატება კიდევ ერთი: "ულოგიკობა". დავიწყოთ აქედან:
გასაგებია, ფეისბუკური "ღადაობაა", მაგრამ ხუმრობა სახუმარო ობიექტთან რაიმე კავშირში უნდა იყოს, ამ პასუხის კავშირს კი ნამდვილად ვერ ვხედავ, იმიტომ, რომ არ არსებობს!
გავაგრძელებ და უბრალოდ ერთ ამბავს მოვყვები: ჩემი მეგობარი ერთ-ერთ სკოლაში ასწავლის "თანამედროვე აზროვნებას". ცოტა ხნის წინ ბავშვებს დებატები უნდა ჰქონოდათ თემაზე "პროსტიტუციის ლეგალიზაცია". როგორც აღმოჩნდა, ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მმკ-ს წევრი ყოფილა და რა ამბავიც ატყდებოდა, მიხვდებით თვითონაც. ამ ამბავშიც თითქოს არაფერი, მაგრამ არის ერთი მაგრამ: გაკვეთილზე სიარული ნებაყოფლობითია და საინტერესოა, რატომ აძლევს მშობელი შვილს იაროს ასეთ წერეზე და ამ დროს წინააღმდეგია განსახილველი თემების. ვერაფერს იტყვი...
გავაგრელებ და ახლა შემოგთავაზებთ ციტატას პირველკურსელი გოგონების საუბრიდან. (როგორც ჩანს გოგონები ოდესღაც ერთმანეთს იცნობდნენ. შეძლება კლასელებიც იყვნენ და დიდი ხნის შემდეგ შეხვდნენ)
"-რას შვრები, როგორ ხარ?
- კარგად, თავად?
-მეც კარგად, გამოცდები მაქვს ახლა..
-ხო, მეც.
-ისე, რა ქენი, დაფინანსება აიღე? რა ფაკულტეტზე ხარ?
-ზუსტებზე. კი, ავიღე დაფინანსებაც.
-ძალიან კარგი.. ახლა რას აპირებ, გათხოვდები ხო?"
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე ერთი კითხვა მაქვს: რატომ უნდა გათხოვდე ჩაბარების მერე? იმას არ ვამბობ, რომ საერთოდ არ უნდა გათხოვდეს ადამიანი, მაგრამ ბევრი იმიტომ აბარებს უნივერსიტეტში, რომ შემდეგ გათხოვდეს. ვერანაირ ლოგიკურ ახსნას ვერ ვძებნი ამ საქცილეს და იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ...
No comments:
Post a Comment