ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველა ერს აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი თვისებები, რაც განაპირობებს იმას, რომ ყოველ ქვეყანაში ვხვდებით ამა თუ იმ უნიკალურ მოვლენებს. იმის გამო, რომ საქართველო მიეკუთვნება „ქვეყნებს“, ხოლო ქართველები „ერს“, ეს ჩვენს სამშობლოსაც არანაკლებ ეხება. შემოგთავაზებთ იმ მოვლენებს, რომლებიც, ჩემი დაკვირვებით, მხოლოდ (და შესაძლოა არამხოლოდ) საქართველოში ხდება:
მხოლოდ საქართველოში იცავენ ქვეყანას მაინც და მაინც მაშინ, როცა მას დაცვა არ სჭირდება (არაა საფრთხეში და რა ქნას?!).
მხოლოდ საქართველოში აგინებენ საკუთარ დედას, სხვებს კი უშლიან (ეს მართლა მარტო აქ ხდება).
მხოლოდ საქართველოშია არაქალიშვილი ბოზი და ქალიშვილი პატიოსანი (ორალური და ანალური სექსის შესახებ გაგიგიათ? იქ გოგოებს „მთვლელი“ არ უყენიათ).
მხოლოდ საქართველოში ითხოვენ არჩევნებს წელიწადში ერთხელ.
მხოლოდ საქართველოში ამტკიცებს ბიჭთან ერთად გაპარული გოგონა, რომ სინამდვილეში მოიტაცეს.
მხოლოდ საქართველოში მიიჩნევენ რუსებს ლოთებად და ქართველებს „მოქეიფე კაცებად“ (ეს ერთგვარი გასამართლებელი საბუთია).
მხოლოდ საქართველოში უწოდებენ არაქრისტიანებს ურჯულოებს (ან სატანისტებს).
მხოლოდ საქართველოში ამბობენ, რომ ბიომეტრიული პასპორტების მიღებით ეშმაკს დაემონებიან (ღმერთმა გაშოროთ მარაზმი ყველას).
მხოლოდ საქართველოშია კლიენტი მუდამ მტყუანი.
მხოლოდ საქართველოშია ბლოგზე ყველაზე პოპულარული წერილი „სუსტი“.
მხოლოდ საქართველოში შეიძლება სასწრაფოს მიერ საავადმყოფოში მიყვანილმა პაციენტმა დერეფანში დალიოს სული.
მხოლოდ საქართველოში აქვთ მართლმადიდებლებს გინებაზე კურთხევა.
მხოლოდ საქართველოშია საზღვარგარეთ მიღებული ნებისმიერი განათლება ადგილობრივზე პრიორიტეტული.
მხოლოდ საქართველოში ეწინააღმდეგებიან „ბუდა ბარის“ მშენებლობას ბუდას ქანდაკების გამო (და მეჩეთი რომ დგას სიონთან, ეგ არაუშავს).
მხოლოდ საქართველოში გაგინებენ, გლანძღავენ, გათახსირებენ, მერე უფიქრდებიან იმას, თუ რატომ გაგინებენ, ხვდებიან, რომ მართალი ხარ და გაღმერთებენ (ილია ჭავჭავაძე გაიხსენეთ).
მხოლოდ საქართველოში იწუნებენ პრეზიდენტს ეროვნული ნიშნით.
მხოლოდ საქართველოში ვამბობ ამ ყველაფერს ფსევდონიმს ამოფარული, რათა ლინჩის წესით არ გამასამართლონ.
უსაქმურიFM. „ინტრიგანული რადიო“.
"მხოლოდ საქართველოში აგინებენ საკუთარ დედას, სხვებს კი უშლიან (ეს მართლა მარტო აქ ხდება)."
ReplyDeleteნეტავ ეს ოდესმე თუ შეიცვლება და თუ შეიგნებენ "ვაჟკაცები" რას ჩადიან?
რიტორიკულ კითხვებს მოეშვი შენ! :დ
ReplyDeleteგემორჩილები :D
ReplyDelete