პირველ რიგში…
არა, ბატონო. საღადაო თემად გამოდგება ყველაფერი ის, რაც ვინმესთვის სასაცილო შეიძლება იყოს, იქნება ეს: რელიგია, კულტურა, მსოფლმხედველობა და ა.შ. რატომ ვერ ხვდებიან ამას ჩვენს ქვეყანაში მაცხოვრებელი მართლმადიდებლები? პირველ რიგში იმიტომ, რომ ზოგეირთი მოძღვარი მათ დღედაღამ ჩასძახებს ისედაც დაცქვეტილ და დაგლეჯილ ყურებში რომ საკუთარი რწმენა სიცოცხლის ფასადაც უნდა დაიცვან. ამავე დროს ქრისტე სისხლს და ძალადობას ყოველმხრივ გმობდა.
ბოლო დროს რელიგია საკმაოდ აქტუალური თემაა. ვინც ამ თემას “ვეტოს” დაადებს უბრალოდ ბრმად მორწმუნეა და საკუთარ რელიგიაში ქექვის ეშინია, ვაი თუ რამე “ეშმაკისეული” აღმოაჩინოს.
დაილოცოს Facebook-ი! ახლახანს წავაწყდი ორი, საქართველოში ყველაზე ცნობილი სასულიერო პირის “გამაპიარებელ” ფოტოებს.
ილია II
მამა გაბრიელი
ამ ორივე ფოტოს ქვეშ ეწერა "ვისაც გიყვართ გააზიარეთო"...
ვის რა ჯანდაბა უნდა ამით რომ თქვას არ ვიცი, მაგრამ ყელში კი ამომივიდა უკვე… “რელიგია საღადაო თემა არ არის” - ამას კარგად ამბობთ და იმას კი ვერ ხვდებით რამდენად სასაცილოა ეს ყველაფერი.
ჩემმა 25-მა “ფრენდმა” უკვე დაჯავშნა ერთი კვადრატული მეტრი სამოთხეში პატრიარქისადმი უსაზღვრო სიყვარულის ონლაინ-გამოხატვით. ჰოდა აბა თქვენ იცით არავინ ჩამორჩეთ. ღმერთი თქვენსკენაა!
გიყვარს ილია მეორე? და რა? ღვთისნიერ საქმეს აკეთებ ამით? შენ ის თქვი ჯობია დედა გიყვარს? მამა? ძმა? აჰ! არა მოიცა… აი პასუხი ამაზე:
რატომ, შვილო? რატომ გადააგდე მთელი ოჯახი ნაგავში ილია მეორეს გამო? განა ის ამას ქადაგებს და ამას გასწავლის? მშობლები ნაგავია, მე ვარ მარტო კაციო?
უსაქმურიFM. მრავალგზის მარტვილი თქვენი ცოდვით.




ყველაფერს აქვს საზღვარიო კი ამბობენ, მაგრამ ჩვენი "ბედკრული ქვეყნის შვილების" ფანატიზმსა და ჭკუის სიმცირეს, არა :(
ReplyDelete